ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015-ის სპეციალისტები
ჩვენ, კომპანია შიია მენეჯმენტ სისტემს( SIAA Management Systems) ვართ ექსპერტები კონსალტინგის,ხარისხის სტანდარტის ISO 9001-2015-ის დანერგვისა და ათვისების სფეროში. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ ორგანიზაციები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.
ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება ორგანიზაციაში ამ სტანდარტების მოთხოვნათა თანხლების და დანერგვის კუთხით,მათ შორის მენეჯერებისა და თანამშრომლების გადამზადება,შიდა და გარე აკრედიტაციის ტესტებში მომზადება,აკრედიტაციის(სერტიფიცირების) მიღებამდე.
კომპანიის პასუხისმგებლობის სტანდარტები– ეს არის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდნენ ორგანიზაციები. ჩვენ ვართ ექსპერტები ამ სტანდარტის სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციის სფეროში,რომლებიც ხშირად მოეთხოვება ორგანიზაციას და მოხარულნი ვიქნებით გაგიწიოთ კონსულტაცია და გაგიძღვეთ თქვენს ორგანიზაციაში ხარისხის ურთიერთ ინტეგრირებული სისტემების დანერგვაში.
ანოტაცია:
ISO 9001-2015-ს ხარისხის სერტიფიცირება ,აძლევს შესაძლებლობას ორგანიზაციას გაწიოს მომსახურეობა და მიყიდოს პროდუქცია საქართველოს და სხვა ქვეყნების კომპანიებს, ასევე ხსნის მათთვის უამრავ საქმიან შესაძლებლობებს.
სტანდარტი ხაზს უსვამს მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია რისკისა და შესაძლებლობის შეფასებაზე, ყურადღების ცენტრში აყენებს ორგანიზაციასა და კლიენტს, წყვეტს ორგანიზაციის წინაშე დასმულ სტრატეგიულ ამოცანებს, უწყვეტ ოპტიმიზაციას, ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებს წინაშე, ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ხარისხზე, შიდა პროცესების სრულ გაგებას და რისკის იდენტიფიცირების უნარს, ბედნიერ შემთხვევითობას, რამაც შეიძლება მიიყვანოს ორგანიზაცია გრძელვადიან წარმატებამდე.
აკრედიტაცია
ჩვენ,შიია მენეჯმნეტ სისტემ-ში (SIAA Management Systems) გეხმარებით ISO 9001-2015-ის სერტიფიცირების მთელი პროცესის განმავლობაში. უამრავი კომპანია არის დაინტერესებული იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, რომლებიც შეესაბამებიან ISO 9001-2015-ის სტანდარტს.აგრეთვე კლიენტები უპირატესობას ანიჭებენ ხარისხის სტანდარტის მქონე ორგანიზაციებს. რეკომენდირებულია ამ პროცესის ჩატარება იმ ორგანიზაციასთან, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება და გაცნობილია იმ მოწყობილობასთან, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციებს სერტიფიცირების პროცესის დასრულებამდე.
სერტიფიკაციის განახლება
თუ თქვენ უკვე მიიღეთ ISO 9001-2015 ხარისხის სერტიფიკატი და დაინტერსებულნი ხართ მოამზადოთ თქვენი ორგანიზაცია ახალი ატესტაციისთვის ან გარე შეფასებისთვის, ჩვენ დაგარწმუნებთ,რომ თქვენ მომზადებული ხართ ტესტისთვის და შეძლებთ მის წარმატებით გავლას. თუ აღმოჩნდება ხარვეზები, ჩვენ დაგეხმარებით საჭირო პროცედურების გავლაში, რათა თქვენ წარმატებით გაიაროთ გარე ექსპერტების შეფასება და გააგრძელოთ სერტიფიკაცია სტანდარტის შესაბამისობაზე.
მიზანმიმართული კონსულტირება
ბევრ ორგანიზაციაში არსებობენ ხარისხის მენეჯერები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ და იცნობენ მათ სტანდარტებს და მოთხოვნებს, ამავდროულად ორგანიზაციებს პერიოდულად ესაჭიროებათ მიზნობრივი რეკომენდაციები, სტანდარტების განახლებაზე ან გაუმჯობესებაზე, რისკების ანალიზის და შიდა აუდიტის ჩატარებაზე, და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ხარისხის დანერგვის სპეციალისტები, მათ შორის ISO 9001-2015-ის სტანდარტის. ჩვენ დაგეხმარებით კონკრეტული რჩევებით ნებისმიერ თემასთან და ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით.
ხარისხის მართვის აუტსორსინგი
ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ჩვენ ვთავაზობთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს ხარისხის მართვის მომსახურებას აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ორგანიზაციას არ გააჩნია ხარისხის მენეჯერის შტატის არსებობის შესაძლებლობა. ჩვენ კი გთავაზობთ ისრაელის და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნის საწარმოებსა და ორგანიზაციებში 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის სპეციალისტების მომსახურებას თქვენს კომპანიაზე მორგებულ ფასად. ჩვენ ვმუშაობთ თქვენი კომპანიის პერსონალთან, რათა თქვენ შეძლოთ სტანდარტი ISO 9001-2015-ის ყველა მოთხოვნებთან შესაბამისობის დაკმაყოფილება და ამდენად ხსნით ახალ შესაძლებლობებს თქვენი ბიზნესისათვის ორგანიზაციის უსაფრთხოების დონის გაზრდაში.
ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015
ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015 წარმოადგენს ძირითად სტანდარტს, რომელსაც ეფუძნება ISO-ს ჯგუფის ხარისხის ყველა სტანდარტი.
აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს წესებს და მოთხოვნებს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც მორგებულია მომხმარებელზე.
ხარისხის სერტიფიცირება ISO 9001-2015-ს სტანდარტით აძლებს ორგანიზაციას შესაძლებლობას, საქართველოში და მთელს მსოფლიოში, განახორციელოს მომსახურება და მიაწოდოს საქონელი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მოითხოვენ თავისი მიმწოდებლებისაგან სტანდარტის დაცვას.
სტანდარტი ISO 9001: 2015 ხაზს უსვამს მიდგომას,რომელიც დაფუძნებულია რისკების გათვლაზე. იგი ფოკუსირდება კომპანიაზე და მის კლიენტზე, განსაზღვრავს კომპანიის მიერ მის წინაშე დასმულ სტრატეგიულ მიზნებს.
ISO-ს ჯგუფის ხარისხის სტანდარტები, რა თქმა უნდა ხარისხის სტანდარტის ISO 9001-201-ის ჩათვლით, აჩვენებენ სტრუქტურის, დასახელებებისა და სხვა და სხვა განყოფილებების შეთანხმებულობას და აგრეთვე ერთგვაროვნებას ძირითადი განსაზღვრებების სტრუქტურაში.
ამგვარი ერთგვაროვნება, განსაკუთრებით განყოფილებებში, ხდის მას ძალიან მარტივს ორგანიზაციებითვის,რომლებსაც გააჩნიათ მართვის რამდენიმე სისტემა-ISO-ს რიგი სისტემები ან მართვის სხვა სისტემები ,რომელთა დანერგვა და კომბინირება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.
ხარისხის სტანდარტი ISO 9001: 2015 – მნიშვნელოვანი მომენტები
აზროვნება, რომელიც დაფუძნებულია რისკების შეფასებაზე და შემთხვევით შესაძლებლობებზე (Risk-Based Thinking), როგორც ორგანიზაციის მართვის განუყოფელი ნაწილი, პოტენციური რისკებზე კონტროლის მიღწევის მიზნით და დაგეგმვის გამოსაყენებლად,რომელიც ახდენს იდენტიფიცირებას და წინააღმდეგობის გაწევას.
კლიენტი ყურადღების ცენტრში: აქცენტი გაკეთდება ორგანიზაციისათვის და მისი კლიენტებისათვის ფასეულობების მიღწევაზე და აგრეთვე კლიენტების დაკმაყოფილებაზე.
დოკუმენტაცია:ორგანიზაციის დოკუმენტაციის მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს,კომპანიის საქმეების წარმოების ხარისხის დონისათვის.
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა: ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015-ის შესაბამისად, ხელმძღვანელობა და არა მხოლოდ ხარისხის მენეჯერი ვალდებულნი არიან მიისწრაფებოდნენ საუკეთესო ხარისხისკენ. ვინაიდან ხარისხს გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ორგანიზაციის მიწოდების მთელს ჯაჭვში, ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს ამ ამოცანის გადაწყვეტაზე და იმოქმედოს მისი რეალიზებისათვის კომპანიის ყველა დონეზე.
“მაკორექტირებელი მოქმედება“ როგორც რისკის შეფასებაზე დაფუძნებული მიდგომის ნაწილი“, უნდა შეიქმნას“მაკორექტირებელი მოქმედებ-ის “პროცესი, რათა თავიდან აცილებულ იქნას შეფერხების განმეორება“.
საქმიანი ქცევა. ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015 დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქმიან ქცევას და მასში წარმოდგენილია ამ სფეროში არსებული მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნები ორგანიზაციის თანამშრომლების , მიმწოდებლებისა და, როგორც აღინიშნა თავში – ორგანიზაციის კლიენტების მიმართ.
დაინტერესებული მხარეები ორგანიზაციაში. ბიზნესის კეთილსინდისიერი მართვის შესახებ მოთხოვნის ფარგლებში ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია განსაზღროს ორგანიზაციაში დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები, მოლოდინები და მიზნები.
მუშაობის სტრატეგია, პოლიტიკა და გეგმა. კომპანიამ უნდა განსაზღვროს ორგანიზაციის სტრატეგია, პოლიტიკა, დასახოს მიზნები და ამოცანები, განსაზღვროს პროდუქტები და მომსახურება და აგრეთვე დასახული მიზნების შესრულებისთვის შედგენილი სამუშაოების გეგმა და ამისათვის აუცილებელი პროცესები და რესურსები.
ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015-ის ძირითადი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ რეალობა სწრაფად და ხშირად იცვლება და შედეგად წარმოიშვება მრავალი რისკი ახალ შემთხვევით შესაძლებლობებთან ერთად.
ვინაიდან ეს არის საბაზისო მიდგომა, სტანდარტი მოითხოვს, რომ ორგანიზაცია მომზადებულ იქნას მისთვის რისკების შეფასებაზე დაფუძნებული აზროვნების მეშვეობით, რაც აისახება მართვის მეთოდებში. ამ საკითხებზე რეგულარული თათბირების ჩატარებისას და აგრეთვე ხარისხის სისტემისა და უსაფრთხოების ორგანიზების მართვის მეთოდებში.
სტანდარტი ISO 9001-2015-ის მოთხოვნები ორგანიზაციის თანამშრომლებსა და საქმიანობის მიმართ:
ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015 ადგენს მოთხოვნებს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართ თანამშრომლების წინაშე პასუხისმგებლობისა და შიდა ორგანიზაციული საქმიანობის თვალსაზრისით.
მოთხოვნები ეხება შემდეგ საკითხებს:
ცოდნის მართვა, ორგანიზაციის შიდა სწავლების სისტემის აგება, საერთო ენის შექმნა კომპანიის ყველა დონისათვის პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული პარამეტრები მოქმედებენ კორპორატიულ აღქმაზე და იმის გათვითცნობიერებაზე, რომ ცოდნა არის ძალა, რომელიც განიხილება როგორც კომპანიის გრძელვადიანი წარმატების მნიშნელოვანი რესურსი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ორგანიზაციის შიგნით მუშაკის სოციალური პასუხისმგებლობის წინაშე.
და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ხარისხის სტანდარტი ISO 9001-2015 კონცენტრირებულია 21-ე საუკუნეში სათანადო მართვის საკითხებზე, როდესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქმიან გარემოში სწრაფ ცვლილებებს, ეფექტურობის მუდმივი ზრდის აუცილებლობას, შიდა პროცესების მთლიან გაგებას და რისკების ნებისმიერ მომენტში იდენტიფიცირების ან ყურადღების გამახვილების უნარს.
ISO 9001-2015 ხარისხის სტანდარტის მიზანია მრავალი ორგანიზაციისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა,გახდეს სასწავლო ორგანიზაცია,გააფართოვოს და მოახდინოს შიდასაორგანიზაციო თანამშრომლობა და გააუმჯობესოს დამოკიდებულება კომპანიის პერსონალთან და ყველასთან ,ვინც ახდენს ზეგავლენას ორგანიზაციაზე,მათ შორის, მომწოდებლებთან, კონკურენტებთან და კლიენტებთან,ასევე შექმნას ინფრასტრუქტურა,რომელშიც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ორგანიზაციაში მომხმარებელთან და დაინტერესებულ მხარეებთან ხარისხიან კომუნიკაციას,მათი მოთხოვნებისა და მოთხოვნილებების გააზრება, აგრეთვე მათთვის ხარისხიანი მომსახურებისა და საქონლის გრძელვადიან საფუძველზე მიწოდება,მათში კმაყოფილების გრძნობის ფორმირება და ამავდროულად ორგანიზაციის წარმატებული საქმიანი აქტივობა.
შიია მენეჯმენტ სისტემს (SIAA Management Systems) 20 წელიწადზე მეტია ეხმარება და უწევს კონსულტაციებს კომპანიებს ყველა სტანდარტის დანერგვაში და ათვისებაში,წარმატების სრულ მიღწევამდე.
დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ჩვენი წარმომადგენელი შეგხვდებათ და წარმოგიდგენთ სტანდარტების მოთხოვნებს და მათი რეალიზაციის წესებს.