ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი – რა გავითვალისწინოთ?

ციფრული მარკეტინგი დიდი ტემპებით ვითარდება. წინამდებარე სტატიაში საუბარი გვექნება უახლეს ტენდენციებზე ინტერნეტ მარკეტინგის სფეროდან.

future-of-affiliate-marketing

TikTok

TikTok არის სოციალური ქსელი, რომელიც დიდი ტემპებით იბყრობს სულ უფრო მეტი და მეტი მომხმარებლის სიმპატიებს და შესაბამისად ფუძნდება ინტერნეტ მარკეტინგის სარეკლამო ბაზარზე, როგორც ძლიერი მოთამაშე.

ტიკტოკის მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე 70 მილიონს გადააჭარბა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი ამ ეტაპზე ვერ უწევს კონკურენციას ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Facebook-ი და გუგლი.

შეიძლება ითქვას, რომ TikTok-ს ბევრი პოზიტიური თვისება ახასიათებს, რამაც შესაძლოა მისი წარმატება განაპირობოს, თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები,

საქართველოს ბაზარზე ტიკტოკი საკმაოდ პოპულარულია. ვინ იცის, შესაძლოა რამდენიმე წელიწადში სწორედ მან ჩაანაცვლოს Facebook-ი, როგორც წამყვანი ინტერნეტ რეკლამირების პლატფორმა.

მობილური მოწყობილობები

ციფრული მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რა თქმა უნდა, მობილური სივრცეა, ანუ ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი მომხმარებელია.

აღსანიშნავია, რომ უდიდესი ტემპებით იზრდება, როგორც მობილური რეკლამირების ბაზარი, ისე მობილური აპლიკაციების რეკლამირების ბაზარი.

ამ მიმართულებით ყველაზე უფრო აქტიურად მუშაობს გუგლი, რომელიც ყოველდღიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, მობილურ სივრცეში მარკეტინგული საქმიანობის განსახორციელებლად. აღნიშნულ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ შემდგომ სტატიებში.

პერსონალიზაცია

ინტერნეტ მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ონლაინ რეკლამის ინდივიდუალიზაცია მისაღები მოვლენაა, რაც განაპირობებს ინტერნეტ რეკლამირებას მათი ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტ რეკლამირებისთვის გროვდება პერსონალური ინფორმაცია კონკრეტული ინდივიდის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყდნობით მას მიეწოდება ისეთი რეკლამები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესბს.

ასეთი რეკლამები მისაღება, როგორც სარეკლამო პლატფორმებისთვის, ისე მომხმარებლისთვისაც, რადგან ერთი მხრივ სარეკლამო კამპანიები უფრო ეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებელი არ წუხდება, მისთვის უინტერესო რეკლამების ნახვით.

Email-MarketingEmail მარკეტინგი

მობილური სივრცის განვითარების კვალდაკვალ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი საუბარია Email მარკეტინგის წარსულში ჩაბარების შესახებ.

თუმცა ამ ეტაპზე, Email მარკეტინგი არსად წასვლას არ აპირებს, პირიქით, Email მარკეტინგი არანაკლებ ეფექტური შეიძლება იყოს ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის ინტერნერტ რეკლამა.

ამისათვის მნიშვნელოვანია გარკვეული სტრატეგიების ცოდნა და მათი სწორედ განხორციელება:

  • Email-ების რელევანტურობა- Email მარკეტინგი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ წერილები ეგზავნება დაინტერესებულ აუდიტორიას, ამისათვის საუკეთესო საშუალებაა სეგმენტირებული ბაზების ქონა და მეილების გაგზავნა იმ სეგმენტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად დაინტერესებს ამ მეილის შინაარსი. კვლევების თანახმად სეგმენტირებული Email მარკეტინგი 760% უფრო ეფექტურია.
  • პერსონირებული რეურთიერთობის ჩამოყალიბება – Email მარკეტინგი ყველაზე ეფექტური არის მაშინ, როდესაც იგი ეგზავნება იმ პირებს, რომლებსაც გარკვეული დადებითი მოლოდინები აქვთ თქვენგან. ასეთი დადებითი მოლოდინების შექმა შესაძლებელია, მაშინ, როდესაც არსებობს მუდმივი კონტაქტი მათთან Email-ის მეშვეობით. საუბარია თვეში ერთხელ მაინც Newsletter-ების გაგზავნაზე, რომელშიც განისაზღვრება საინტერესო და სასარგებლო კონტენტი. აღნიშნული საშუალებას მოგცემთ ჩამოაყალიბოთ მათთან ნდობა და თქვენი ნებისმიერი მეილიც სიხარულით იქნება მიღებული.

ამდენად, თუ გსურთ 2025 წელს Email მარკეტინგის განხორციელება, აყევით არსებულ ტენდენციებს და განახორციელეთ სეგმენტირებული და პერსონირებული ურთიერთობები თქვენს Email აუდიტროიასთან.

იხილეთ ასევე – კომპანიის ლოგოს დამზადება – რა გავითვალისწინოთ?

Close Menu