ISO სტანდარტების დანერგვა

ISO სტანდარტების დანერგვა

ISO სტანდარტების დანერგვა – რატომაა მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

ალბათ გსმენიათ ISO სერთიფიკატის შესახებ და გაინტერესებთ, თუ რატომ არის ISO სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანი თქვენი საწარმოსთვის?

ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ და განვსაზღვრავთ ძირითად სარგებელს, რასაც ISO სერთიფიკატის აღება იძლევა ბიზნესისთვის.

რა არის ISO სერთიფიკატი?

ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხარისხსს საერთაშორისო დონეზე და აერთიანებს საუკეთესო გამოცდილებას, გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად.

ISO სერთიფიკაქტი სხვადასხვა სფეროში შეიძლება გაიცეს, როგორიცაა მედიცინა, საკვები პროდუქცია, ავიაცია და ა.შ.

მაგალითად: საკვები პროდუქციის ISO სერთიფიკაქტი ადასტურებს, რომ კონკრეტული საკვები პროდუქცია დამზადდა თქვენი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი სტანდარტის და ხარისხის შესაბამისად.

ვინ გასცემს ISO სერთიფიკატებს?

ISO, ეს არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანო. იგი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგებს ექსპერტებით ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან.

რაში გვეხმარება საერთაშორისო სტანდარტი?

  • საერთაშორისო სტანდარტი სხვადასხვა პროდუქტებს ეხმარებათ ერთად მუშაობაში. მაგალითად: საკრედიტო ბარათები და ბანკომატები. იმის გამო, რომ ყველა ბარათი ერთი ზომისაა, მათი გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ბანკომატში შეგიძლიათ. ასევე, პრინტერები და ქაღალდები – A4 ზომის (ან სხვა სტანდარტული ზომის) დოკუმენტის დაბეჭდვა ნებისმიერი პრინტერით შეგიძლიათ.
  • საერთაშორისო სტანდარტების საშუალებით მარტივია პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენა. მაგალითად: სტანდარტი ადგენს ჰიგიენის და უსაფრთხოების წესებს კვების წარმოების ყველა ეტაპისთვის. შესაბამისად, საკვები რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ (თუ მას ISO ნიშანი აქვს) უსაფრთხოა მოხმარებისთვის.
  • ასევე, სტანდარტები საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი იდეები, პრობლემების გადაწყვეტის გზები, ტექნიკური თუ მენეჯმენტის საკითხები.

ვინ რა სარგებელს იღებს საერთაშორისო სტანდარტით?

  • სტანდარტი ზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას, რადგან მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტს ან სერვისს, რომელიც აკმაყოფილებს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს.
  • აძლევს კომპანიას საშუალებას მარტივად შევიდეს ახალ ბაზარზე.
  • ზრდის შემოსავალს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქტის/სერვისის შეთავაზებით.
  • ამცირებს ხარჯებს, რადგან მოქმედებს უკვე გამოცდილი, წინასწარ შემუშავებული გეგმით.
  • აქვს წვდომა დარგის ექსპერტების ცოდნასა და საუკეთესო გამოცდილებასთან მთელს მსოფლიოში.

გსურთ დანერგოთ ISO სტანდარტები თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაში? დაგვიკავშირდით ახლავე (577 10 17 71) , ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ აღნიშნული მიზნების მიღწევაში.

 

Close Menu