ISO სერთიფიკატის აღება – რატომ და როგორ?
პროდუქტის ხარისხი განაპირობებს მომხმარებლის კეთილგანწყობას, იგი კომპანიის საქმიანობის წარმატების საწინდარია. ISO სერთიფიკატის აღება განაპირობებს სწორედ ხარისხის დადასტურებას.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექსპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას საქართველოში, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით, სადაც ISO სერთიფიკატის გარეშე წარმატების მიღწევა იქნება შეუძლებელი.
ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ISO 9001-ს სახელითაა ცნობილი, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კომპანიის პრესტიჟულობას, იგი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტურობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, მით უფრო მაღალია მომხმარებლის ნდობა და მით უფრო ადვილად იზიდავს სასურველ მომხმარებელს მწარმოებელი.
დაკავშირებული სტატია: ISO სტანდარტის დანერგვა
ISO (International Organization for Standardization) გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს და მიზნად არა მხოლოდ მეწარმეების, არამედ საზოგადოების დაკმაყოფილებას ისახავს. ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საწარმოო პროცესის განხორციელების გარდა, კომპანიისთვის ეს არის ერთგვარი პრესტიჟი და რეკლამა, რომ წარმოებაში დანერგილი აქვს უმაღლესი ხარისხის სტანდარტები.
სერტიფიკატი გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო ყოველ წელიწადს ორგანიზაციებს უტარდებათ გეგმიური აუდიტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის სტანდარტის ზედმიწევით დაცვა.