ISO სერტიფიცირება საქართველოში
რა არის ისო სერთიფიკატი, რატომ გვჭირდება მისი აღება?
ISO სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა. ესაა დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანო, რომელიც წევრი ქვეყნების წარმომადგენელი ექსპერტების დახმარებით ადგენს სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში.
საერთაშორისო სტანდარტი არის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას და დარგის საუკეთესო გამოცდილებას. ეს დოკუმენტი ხშირად აღწერს ზოგად შეთანხმებას კონკრეტულ საკითხზე, ან გლობალური პრობლემის გადაწყვეტას.
რატომაა მნიშვნელოვანი ISO სერტიფიცირება ქართველი მეწარმეებისთვის?
ISO სერტიფიკატის მფლობელ მეწარმეებს ბევრი უპირატესობა აქვთ კონკურენტებთან შედარებით, მაგალითად:
- მომხმარებლის ნდობა – ISO სერტიფიკატი ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა დამზადებული.
- საექსპორტო შესაძლებლობები – კომპანიას მარტივად შეუძლია შევიდეს ახალ, საერთაშორისო ბაზარზე, რადგან მისი პროდუქტი გლობალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
საერთაშორისო სტანდარტი, ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში ეხმარება კომპანიას:
- ამცირებს ხარჯებს – გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას მიეწოდება უკვე გამოცდილი, წინასწარ შემუშავებული გეგმა და დამოუკიდებლად აღარ უწევს კვლევის ჩატარება.
- წვდომა ინფორმაციაზე – გეგმასთან ერთად, მეწარმეს აქვს საშუალება გაეცნოს დარგის საუკეთესო ექსპერტების ცოდნასა და გამოცდილებას.
- გლობალური საკითხები – ISO კომპანიებს ეხმარება ორგანიზაციულ დონეზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომ მსოფლიო გამოწვევებს უპასუხონ – მაგალითად ისეთს, როგორიც კლიმატის ცვლილებაა.
ISO ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციაა. მას მსოფლიოს 164 ქვეყანაში ენდობიან. ISO სერტიფიკატის როლი განსაკუთრებით დიდია საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან სტანდარტიზაციას ჰარმოანიაში მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები.
მსგავსი სტატია: ისო სტანდარტების დანერგვა