პარკეტის ციკლოვკა – რა გავითვალისწინოთ?

პარკეტის ციკლოვკა – რა გავითვალისწინოთ?

პარკეტის ციკლოვკა – რა გავითვალისწინოთ?

პარკეტი – ძვირი, თუმცა “სხვა” ტიპის იატაკია, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა და პატრნობა ჭირდება.

იატაკის მოხვეწა  ცნობილი, როგორც პარკეტის ,,ციკლოვკა“  წარმოადგენს ხის ზედაპირის დამუშავების პროცესს.  უფრო კონკრეტულად იგი გულისხმობს იატაკის განახლებას და მოიცავს დაზიანებული ადგილების აღდგენას, გამოცვლას, ზედაპირის გასწორებას, ლაქისა და ზეთის წასმას.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ,,ციკლოვკას“ აქტიურად იყენებდნენ, რასაც ადასტურებს გუსტავ კაიებოტის, ფრანგი მხატვრის მიერ შექმნილი ტილო, სადაც ასახულია იატაკის მოხვეწის პროცესი.

აღნიშნული ნახატიდან გამომდინარე  ნათლად ჩანს, რომ ადრეულ პერიოდში ეს სამუშაო სირთულესთან იყო დაკავშირებული, რადგან მუშათა კლასის წარმომადგენლები,ფაქტობრივად, ,,შიშველი ხელებით“ მუშაობდნენ.

რა შეიცვალა 21-ე საუკუნეში? გაჩნდა ისეთი აპარატურა და პროდუქცია, რომელიც ბევრად აიოლებს მუშაობის პროცესს და რაც მთავარია, საბოლოოდ, უკეთესს შედეგს გვაძლევს.

ამ სტატიაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელთ გათვალისწინებაც აუცილებელია, თქვენი პარკეტის მაქსიმალურად დიდი ხანი და კომფორტულად გამოსაყენებლად.

პარკეტის ციკლოვკა ფასი – რა ღირს?

ეს ის შემთხვევაა, როდესაც იაფი შესაძლოა იმაზე გაცილებით ძვირი დაჯდეს, ვიდრე შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს. საქმე იმაშია, რომ ხის იატაკის მოხვეწა, ცუდი ხელსაწყოებით, უხარისხო ნივთიერებებით და გამოუცდელი ხელით ნიშნავს თქვენი პარკეტის დაზიანებას, ნაკლებ ექსპლუატაციის ვადებს და საბოლოო ჯამში თქვენს უკმაყოფილებას.

თუმცა, მეორე მხრივ ძვირი და ცუდიც შეიძლება გამოგივდეთ, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი პარკეტი ანდოთ პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება, თანამედროვე ხელსაწყოები და ეფექტური პარკეტის ლაქი.

Bona – ში იატაკის მოხვეწა  რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

  • პირველი ეტაპი უშუალოდ იატაკის მოხვეწით იწყება, რაც გულისხმობს იატაკის განახლებას ბონას ინოვაციური აპარატებით. ეს უკანასკნელი, მტვრის სპეციალურ ტომარაში დაგროვებით, უზრუნველყოფს, რომ მუშაობის პროცესისას ოთახი არ დაიმტვეროს.
  • ,,ციკლოვკის“ დროს პარკეტებს შორის მოქცეული ჭუჭყი მაღლა ამოდის და ღარები უფრო შესამჩნევი ხდება. აქ იწყება უკვე მეორე ეტაპი – ღიობებისა და პარკეტს შორის დაცილებების ამოვსება, პარკეტის მტვრის სპეციალურ სითხეში შერევით. ამის შემდგომ კვლავ იატაკის მოხვეწა კეთდება, უკვე გერმანული აპარატით.
  • ბოლო ეტაპს წარმოადგენს იატაკის დამუშავება უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. იატაკის ლაქი და პარკეტის ზეთი ხარისხის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, ხარისხი კი Bona – შია.
  • ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროცესს ,ასევე, წარმოადგენს იატაკისათვის კლიენტის მიერ შერჩეული ფერის დასმა.

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თუ გადაწყვეტთ ,,ციკლოვკის “ გაკეთებას :

  • მოხვეწის ჩასატარებლად პარკეტს უნდა ჰქონდეს ე.წ მოხვეწადი სისქე, რაც, ძირითადად, გამოითვლება პარკეტის ღარიდან მის ზედაპირამდე არსებული მანძილით .
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ მოხვეწის დროს პარკეტი თხელდება, ამიტომ მისი ხშირი გაკეთება არ შეიძლება.
  • თუ თქვენი პარკეტი ამოვარდნილია და ყანყალებს ჯერ უნდა გამაგრდეს და შემდეგ ჩატარდეს მოხვეწის პროცესი. ამიტომ სამუშაოს დაწყებამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ პარკეტი მყარია და არ მოძრაობს გარკვეულ ადგილებში.
  • გაითვალისწინეთ, რომ ოთახი, რომელშიც უნდა შესრულდეს იატაკის მოხვეწა აუცილებლად უნდა იყოს დაცლილი ნებისმიერი ავეჯისგან.
  • მოხვეწა პრობლემურია ოთახის რთულად მისადგომ ადგილებში, მაგალითად, კუთხეებში და კიდეებში. ამ პრობლემის გადაწყვეტა სპეციალური, პატარა დანადგარითაა შესაძლებელია. აღსანიშნია, რომ ზოგიერთი ხელოსანი ამ ადგილებს ე.წ. ბალგარკით ამუშავებს.

პარკეტის ციკლოვკარატომ Bona ?

ბონა შვედური კომპანიაა, რომლის გამოცდილება 100 წელზე მეტს ითვლის

ბონას ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში
პარკეტის მოხვეწის დროს ბონა იყენებს თანამედროვე აპარატებს და პროდუქტებს, ასევე, რაც მთავარია ხელმძღვანელობს ბონას საერთაშორისო სტანდარტები, რაც ზრდის მომსახურების ხარისხსს და რაც მთავარია შედეგის ეფექტურობას.
Bona – ში პარკეტის მოხვეწის დროს ვიყენებთ თანამედროვე აპარატებსა და პროდუქციას, ასევე ვხელმძღვანელობთ ბონას საერთაშორისო სტანდარტებით, რაც ზრდის მომსახურების ხარისხს და რაც მთავარია გვაძლევს ეფექტურ შედეგებს.
პარკეტის წებო
იატაკის ლაქი
Close Menu