სახანძრო უსაფრთხოება – რატომ არის მნიშვნელოვანი?
მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო. ამ ზარალის დიდი ნაწილის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, შენობებში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემის სწორად არჩევისა და დამონტაჟების შემთხვევაში.
რამდენად მნიშვნელოვანია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა?
მიუხედავად იმისა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის აუცილებლობის შესახებ ყველამ იცის, ყოველთვიურად მაინც ათასობით ასეთი შემთხვევა ხდება. გადავხედოთ რიცხვებს:
- ყოველწლიურად ასიათასობით კომერციული და ბიზნეს ხანძრის შემთხვევა ფიქსირდება
- საკუთრების ზარალის 67% მოდის ოფისში ხანძრის გამო საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე
- კომერციული ხანძრის 29% გამოწვეულია სამზარეულოს აღჭურვილობით. ასევე, ცნობილი მიზეზებია: ელექტრომოწყობილობები (12%), განზრახ გაჩენილი ხანძარი (10%) და მოწევა (9%).
- უმეტესად სიკვდილიანობა გამოწვეულია არა ხანძრის, არამედ კვამლის შესუნთქვის შედეგად.
სახანძრო სისტემა აუცილებელია საწარმოო ობიექტებისათვის. ის ხშირად კანონითაც არის მოთხოვნილი, თუმცა, როგორც წესი, არ აქცევენ სათანადო ყურადღებას და ამით საფრთხეს უქმნიან ადამიანებსა და ქონებას.
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის განსაზღვრა
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არის ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი თავიდან აცილებისთვის.
არსებობს ამ სისტემის ორი ძირითადი ტიპი:
- პასიური ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა (PFP): სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია შენობაში, მაგალითად: ცეცხლგამძლე კედლები, მოპირკეთება და სხვა.
- აქტიური ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა (AFP): ასეთი სისტემა საჭიროებს ადამიანის ჩარევას ხანძრის ჩასაქრობად. მაგალითად: ხანძარსაწინააღმდეგო საბანი, წყლის ჭავლი და ა.შ.
მნიშვნელოვანია ორივე ტიპის სისტემის უპირატესობების გაერთიანება, მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ავტომატური აქტიური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ძირითადი კომპონენტები
არსებობს სხვადასხვა სახის AFP (აქტიური ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა), თუმცა თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტები:
- სიგნალიზაციის გამომწვევი მოწყობილობა, როგორიცაა სითბოს დეტექტორი, რომელიც აფიქსირებს ხანძრის პირველ ნიშნებს და ააქტიურებს სისტემას.
- ხანძრის შეტყობინების მოწყობილობა, როგორიცაა ზარი, რომელიც აცნობებს შენობის შიგნით არსებულ ადამიანებს ხანძრის შესახებ.
- ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა, რომელიც ცეცხლს წყლით ან ქიმიური საშუალებებით აქრობს.
- ცეცხლმაქრი – ისინი კარგია მცირე და საგანგებო შემთხვევების დროს და აუცილებელია იყოს ყველა სართულზე.
- მართვის პანელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ სისტემა (ჩართოთ და გამორთოთ იგი).
- სარეზერვო ელექტრომომარაგება, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო სისტემის ფუნქციონირებას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც.
კვამლის კონტროლის სისტემა
ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მაღალი ხარისხის კვამლის კონტროლის სისტემა, რადგან ხანძრის ლოკალიზების შემთხვევაშიც კი, კვამლი მაინც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
კვამლის სისტემა :
- ადამიანებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ დატოვონ შენობა
- მეხანძრეებს ეხმარება შენობაში შესვლაში
- ამცირებს ჭერის ჩამონგრევის რისკებს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისტორიული შენობებისთვის)
ევაკუაციის სისტემა
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შენობის ხანძრისგან დაცვას, მაგრამ ასევე აუცილებელია ადამიანების დახმარება, რომ დატოვონ შენობა სწრაფად და უსაფრთხოდ.
ევაკუაციის სისტემა მოიცავს ხმის დინამიკებს, განათების პანელებს და სხვა სასიგნალო მოწყობილობებს, რომლებიც ეხმარება ადამიანებს გზის პოვნაში ხანძრისა და კვამლის დროს.
პასიური და აქტიური სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ევაკუაციისა და კვამლის დაცვის სისტემებთან ერთად უზრუნველყოფენ უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს შენობაში.
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არჩევა
ბიზნესისა და შენობის ტიპის მიხედვით, სახანძრო სისტემის რეკომენდებული, დამატებითი კომპონენტები შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები დახურული და ღია სივრცეებისთვის, მაღალსართულიანი შენობებისთვის და სხვა.
შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არის მისი ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, საგანგებო სიტუაციაში ადამიანების უსაფრთხოებისათვის.
გსურთ მიიღოთ პროფესიონალური მომსახურება? Geoelectron დაგეხმარებათ.