ონლაინ შოპის დამზადება – სტანდარტი და საჭიროება

ონლაინ შოპის დამზადება – სტანდარტი და საჭიროება

ონლაინ შოპის დამზადება – რა მოთხოვნაა საქართველოში?

ონლაინ შოპის დამზადება – ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ სერვისი გახდა საქართველოში, რაც განპირობებულია ბოლო წლებში არსებული ტრენდითა და კორონავირუსით გამოწვეული საჭიროებით.

საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ინტერნეტ-მომხმარებელია. შესაბამისად, თქვენი პროდუქტებისა და სერვისების ონლაინ სივრცეში გადმოტანა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან ბაზარზე გაგიხსნით გზას.

საინტერესოა, რომ ქართველი მომხმარებლების 90%-ზე მეტი ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის იყენებს.

ამიტომ, გონივრული გადაწყვეტილება იქნება, ონლაინ მაღაზიასთან ერთად Facebook და Instagram გვერდების ამოქმედებაც.

კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ორი პლატფორმა (Facebook & Instagram) საკმარისია მისი პროფუქტებისა და სერვისების ონლაინ გასაყიდად, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მომხმარებელი გაცილებით უფრო პროფესიონალურად და სანდოდ აღიქვამს მაღაზიას, რომელსაც აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, მოქნილი გადახდის სისტემით.

ამიტომაც კარგი საიტის დამზადება შესაძლოა წარმატებული ინვესტიცია გახდეს თქვენი საქმიანობისთვის.

რამდენიად დიდია მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე?

იმ მომხმარებლების რაოდენობა, ვინც პროდუქტის შესაძენად ონლაინ მაღაზიას იყენებს, მზარდია. საკურიერო სერვისების განვითარება ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საბანკო სფეროც. ქართული ბანკების ონლაინ სერვისები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია მთელს ევროპაში, რაც ელექტრონულ კომერციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ მაღაზიების მომავალი საქართველოში საკმაოდ პერსპექტიულია. მთავარია, კომპანიამ მუდმივად და თანმიმდევრულად იზრუნოს პროფესიონალური, საიმედო რეპუტაციის შესაქმნელად.

Close Menu