ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება – როგორ გავაპიაროთ FB გვერდი?
ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება ერთ-ერთი მთავარი იარაღია ნებისმიერი ზომის და საქმიანობის მქონე ბიზნესისთვის საქართველოში.
ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ გავაპიაროთ გვერდი Facebook-ზე და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ თქვენი ფეისბუქ გვერდის რეკლამა იყოს ეფექტური.
როგორ შევქმნათ Facebook ბიზნეს გვერდი?
ფეისბუქ გვერდის გაკეთება საკმაოდ მარტივია (იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია), თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე ასპექტი:
Facebook გვერდის ვიზუალური მხარე
პირველი რასაც მომხმარებელი ნახულობს თქვენ გვერდზე შემოსვლისას, ეს არის ქოვერი და პროფილის ფოტო.
მნიშვნელოვანია ეს ორი ელემენტი იყოს პროფესიონალი დიზაინერის მიერ შექმნილი.
პროფილის ფოტოსთვის სასურველია თქვენი კომპანიის უნიკალური ლოგოს შექმნა, ხოლო ქოვერის ფოტო უნდა ეფექტურად ასახავდეს თქვენი საქმიანობის შინაარსს, ასევე შესაძლებელია საკონტაქტო ინფორმაციის მითითებაც.
FB გვერდის ტექნიკური ოპტიმიზაცია
მნიშვნელოვანია თქვენი გვერდის მაქსიმალურად შევსება: საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი რუქაზე, მესენჯერის გამართვა და სხვა. ყველა ეს საკითხი თავიდანვე უნდა იყოს მოწესრიგებული, რათა გვერდის ფუნქციონირებას არ შეეშალოს ხელი.
ინსტაგრამ გვერდის დაკავშირება
რეკომენდირებულია ინსტაგრამის გვერდიც შექმნათ თქვენი ბიზნესისთვის და დააკავშიროთ იგი ფეისბუქთან, რათა გამოიყენოთ ეს ორი პლატფორმა, როგორც ერთიანი მარკეტინგული ხელსაწყო.
Business manager-ის შექმნა რეკლამირებისთვის
Facebook -ზე დაბუსტვა პრიმიტიული სარეკლამო ხერხია. ფეისბუქის სარეკლამო შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენებისთვის რეკომენდირებულია Business Manager-ის შექმნა და მისი მეშვეობით რეკლამის განხორციელება.
მსგავსი სტატია: რეკლამა ინტერნეტში საქართველოში