HACCP სტანდარტზე სერტიფიკაცია
სტანდარტი ჰასსპი (ინგლისურად Hazard Analysis და Critical Control Points (HACCP) – რისკების ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები, რისკების მართვის და ხარისხის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც აუცილებელია დაინერგოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაღალი სტანდარტები, რომლებიც შეამცირებენ საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციიდან გამომდინარე ზიანის მიყენების რისკებს.
HACCP-ის სერტიფიკაცია მოითხოვს ორგანიზაციისაგან ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ამოწმებს და აანალიზებს წარმოების ყველა პროცესს და ამ პროცესებთან დაკავშირებულ რისკებს. ამის გარდა უნდა მოეწყოს საკონტროლო წერტილები (control points), რომლებზედაც მოხდება პროდუქტების ტესტირება, რათა წუნდებული პროდუქცია ამოღებული იქნას, და ამგვარად თავიდან აიცილებთ მათ მოხვედრას ბაზარზე და რაც მთავარია საბოლოო მომხმარებელთან.
თქვენ ალბათ გაგიგიათ შემთხვევები, როდესაც ხდება პროდუქტების მოხსნა მაღაზიის თაროებიდან და მიმართვა მომხმარებლებისადმი თხოვნით, დააბრუნონ კონკრეტული სერიის საქონელი, რომელიც მათ შეიძინეს, მას მერე, რაც საქონელმა დატოვა საწარმო და მიაღწია ბაზრამდე და მომხმარებლამდე.
ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შემთხვევები ხდებოდეს, რაც შეიძლება უფრო იშვიათად, და ამის მიღწევა შესაძლებელია პროფესიონალურად აწყობილი ხარისხის სისტემის მეშვეობით, ყველა შესაძლებელი რისკების შესწავლით და საკონტროლო წერტილების მეშვეობით, რომლებიც დაგვეხმარებიან დროულად აღმოვაჩინოთ და ამოვიღოთ წუნდებული პროდუქტი.
კვების პროდუქტების სტანდარტები – რისკებისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა
კვების მრეწველობის ყველა სტანდარტში, მათ შორის: HACCP, IFS FOOD, BRC FOOD, ISO 22000: 2005, არსებობს მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმო პროცესების სისწორისა და უსაფრთხოების კონტროლს, მომხმარებლისა და საწარმოს ინტერესების დასაცავად.
თითოეული პროდუქტის ეფექტური მეთვალყურეობისთვის, საწარმოო პროცესები მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს და ინახებოდეს. მნიშვნელოვანია ასევე, შეცდომების აღმოჩენა და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია.
ჩვენ 20 წელზე მეტია ვეხმარებით კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოემზადონ სერტიფიკაციის წარმატებით გასავლელად. ჩვენ ვუწევთ კონსულტაციებს ყოველი სტანდარტის მახასიათებლებზე და ვეხმარებით ორგანიზაციას მათ წარმატებით დანერგვაში.
დაგვიკავშირდით, HACCP და კვების მრეწველობის სხვა სტანდარტებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია თქვენს ორგანიზაციაში საჭირო ხარისხის სტანდარტის დანერგვის შესახებ.