რა არის HACCP სტანდარტი?
HACCP ეს არის სტანდარტი, რომლის დანერგვა და დაცვა საწარმოში უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას, სწორედ ამიტომაც ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ სტანდარტს.
სიტყვა „HACCP” 10 წელია, რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მისი აქტუალობა დაკავშირებულია, როგორც საერთაშორისო ბაზრების გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ახალი კანონმდებლობის შემოღებასთან.
მაგალითად 2015 წლიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი „სურსათის უვნებლობის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი” შესაბამისად, HACCP სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა იმ ბიზნეს-ოპერატორებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სასაკლაოს ან ახორციელებენ ნედლი რძის თერმულ დამუშავებას.
გაეცანით მსგავს სტატიებს:
რას ნიშნავს ISO 9001 სტანდარტი?
ISO სერთიფიკატის აღება – რატომ და როგორ?