BRC სტანდარტი - სტანდარტები BRC

BRC (ბრიტანული საცალო კონსორციუმი)/ BRC (BRC- British Retail Consortium) მოიცავს რიგ სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. შიაა მენეჯმენტ სისტემსი სპეციალიზდება, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული სტანდარტების დანერგვაში, ისეთებისა როგორიცაა:

BRC food – სტანდარტი კვების მრეწველობისათვის, შემფუთველი წარმოებისათვის.

BRC cp – სტანდარტი სამომხმარებლო საქონლისათვის, ისეთის როგორიცაა კოსმეტიკა, სარეცხი საშუალებები და სხვა.

BRC Iop – შეფუთვებისათვის და შესაფუთი მასალებისათვის.

სტანდარტი BRC შემუშავებულ იქნა ბრიტანეთის საცალო ქსელების ასოციაციის მიერ კვების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის უზრუნველსაყოფად, შემდგომში კი მოხმარების სხვა პროდუქტების უსაფრთხოებისათვისაც, რომლებიც იყიდება ბრიტანეთის კვების ქსელებში, მომხმარებლისათვის მათი უვნებლობის/უსაფრთხოების მიზნით. წლების განმავლობაში სტანდარტები BRC ინგლისის გარეთ არსებულმა სხვა ქსელებმაც ჩანერგეს.

ყველა ჩამოთვლილი BRC სტანდარტი დაფუძნებულია ერთსა და იგივე მეთოდოლოგიაზე:

ISO 9001 ანალოგიური მართვის სისტემის მხარდაჭერა.

შექმნას რისკების კონტროლის სისტემა (HACCP) საბოლოო მომხმარებლისათვის.

სისუფთავისა და ჰიგიენის უმკაცრესი წესების დაცვა

სტადარტების მიზანია, სავაჭრო ქსელებმა შეძლონ განაცხადონ, რომ ისინი განსხვავდებიან ღია ბაზრებისაგან, და რომ მათი პროდუქტი კონტროლდება და უსაფრთხოა საბოლოო მომხმარებლისათვის.

BRC სტანდარტისტანდარტები BRC

წლების განმავლობაში სავაჭრო ქსელებმა შეიქმნეს მარკეტინგული უპირატესობა.

ის ორგანიზაციები, რომლებთაც სურთ სავაჭრო ქსელებში შესვლა და იქ თავიანთი საქონელის განთავსება, იძულებული შეიქმნა უზრუნველყოს BRC-ის რომელიმე სტანდარტი, ზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

BRC სტანდარტების შესაბამისობა უზრუნველყოფს ხარისხის კრიტერიუმების სტანდარტიზაციას, უსაფრთხოებას და ექსპლუატაციას, ასევე იძლევა გარანტიებს, რომ მწარმოებლები ასრულებენ საბოლოო მომხმარებლის დაცვის უზრუნველყოფის იურიდიულ ვალდებულებებს.

შიაა მენეჯმენტ სისტემსი უკვე ბევრი წელია დაკავებულია ხსენებული BRC სტანდარტების დანერგვითა და შემდგომი მომსახურებით, კვების პროდუქტების ფაბრიკებში, შემფუთველ საწარმოებში, კოსმეტიკური საქონლის მწარმოებელ საწარმოებში, სარეცხი საშუალებების მწარმოებელ ქარხნებში და კვების პროდუქტების შესაფუთი მასალების ან შესაფუთი მასალების წარმოებისათვის განკუთვნილი პროდუქტების მწარმოებელ ფაბრიკებში.

კომპანია შიაა მენეჯმენტ სისტემსის კონსალტინგის სპეციალისტები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას და ყოველთვის თვალყურს ადევნებენ BRC სტანდარტების მოთხოვნების განახლებას.

ყოველი ცვლილების ან სტანდარტის რედაქციის განახლების შემდეგ, ჩვენ ვატარებთ განხილვასა და ტრენინგებს ჩვენი კლიენტების ფართო წრესთან, რათა მუდმივად ინფორმირებული გვყავს ჩვენი მომხმარებლები არსებული ცვლილებების შესახებ.

კომპანია „შიაა მენეჯმენტ სისტემს“ უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებსა და ორგანიზაციებს კონსულტაციებითა და ყველა შესაბამისი სტანდარტის წარმატებით დანერგვით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით. ჩვენ მზად ვართ შეგხვდეთ და განვიხილოთ, შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები და თქვენს საწარმოში მათი დანერგვის მეთოდი.

Close Menu