კვების პროდუქტების ხარისხის სტანდარტის ISO 22000
დანერგვის ექსპერტები

კვების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროს ექსპერტები

ჩვენ, კომპანია „შიაა მენეჯმენტ სისტემს“-ის თანამშრომლები, ვართ ექსპერტები კვების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სტანდარტის – ISO 22000-ის კონსალტინგის, დანერგვისა და ათვისების სფეროში.

ჩვენ ვსპეციალიზდებით ორგანიზაციებში სტანდრტის დანერგვასა და თანხლებაში, რომელიც მოიცავს მენეჯერებისა და თანამშრომლების სწავლებას, მომზადებას სერტიფიკატის მისაღებად გასავლელი შიდა და გარე აკრედიტაციის ტესტებისათვის.

ამის გარდა, ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ და დავნერგოთ ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა Q-Logic, რომელიც პასუხობს პროგრამული უზრუნველყოფისადმი არსებულ მოთხოვნებს და შეუძლია მარტივად და მოსახერხებლად მართოს ორგანიზაციის ხარისხის სისტემა.

ჩვენ ვართ უმაღლესი დონის სპეციალისტები ამ სტანდარტის სხვა სტანდარტებთან ინტეგრაციაში, რაც ხშირად აუცილებელია, და ჩვენ მოხარულები ვიქნებით გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ ურთიერთინტეგრირებადი ხარისხის სისტემების დანერგვაში.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის სტანდარტი – ISO 22000 არის საერთაშორისო სტანდარტი გამიზნული საწარმოებისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კვების პროდუქტების წარმოებით, რომელიც მოიცავს HACCP-ის და სხვა მოთხოვნებს. სტანდარტის მიზანია – პროცესების კონტროლის მეშვეობით, უზრუნველყოს კვების პროდუქტების მომხმარებლებისათვის უსაფრთხოების მაღალი დონე

კვების მრეწველობაში უსაფრთხოების დამატებით სტანდარტებია: სტანდარტი BRC, სისტემა IFS, სისტემა HACCP და სხვა. ამ სტანდარტების დანერგვა აძლევს კვების პროდუქტების მწარმოებლებს საშუალებას გაყიდონ თავისი პროდუქცია საზღვარგარეთ.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტის ათვისების პროცესი რთულია, და ამიტომაც რეკომენდებულია მთელი ამ პროცესის განმავლობაში რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება კომპანიისაგან, რომელიც სპეციალიზდება სტანდარტის ათვისებაზე და აქვს ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მთელს მსოფლიოში.

აკრედიტაცია

ჩვენ, „შიაა მენეჯმენტ სისტემს“-ის თანამშრომლები გაგიწევთ კონსალტინგურ მხარდაჭერას კვების პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის სტანდარტის ISO 22000 სერტიფიკაციის გავლის მომენტამდე. კვების პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის სტანდარტის ათვისების პროცესი ხანგრძლივი და რთულია, ამიტომაც რეკომენდებულია გაიაროთ ის კომპანიასთან, რომელსაც აქვს გამოცდილება და იცნობს სტანდარტს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას მანამდე, სანამ გაივლით სერტიფიკაციას.

სერტიფიკაციის განახლება

თუ თქვენ უკვე მიღებული გქონდათ კვების პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის სტანდარტის ISO 22000 აკრედიტაცია და ახლა დაინტერესებულები ხართ მოამზადოთ თქვენი ორგანიზაცია პერეატესტაციისათვის ან გარე ორგანოების შემოწმებისათვის, ჩვენ დაგეხმარებით ტესტირებისათვის მომზადებაში ტესტის წარმატებით შებარებაში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით შეასრულოთ საჭირო ქმედებები გარე ტესტის გასავლელად და კვების პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის სტანდარტის ISO 22000 სერტიფიკატის აღსადგენად.

მიზანმიმართული კონსულტირება

ბევრ ორგანიზაციაში არიან ხარისხის მენეჯერები, რომლებიც წლებია მუშაობენ და შესანიშნავად ერკვევიან საქმიანობის ხარისხის სტანდარტების მოთხოვნებში. ამასთან ერთად, ზოგჯერ საწარმოს უჩნდება აუცილებლობა გაიაროს კონსულტაცია სტანდარტების გაუმჯობესებისათვის, შეისწავლოს რისკები, მიიღოს შიდა შეფასება გარეშე აუდიტის ჩატარებამდე და ა.შ. ჩვენ ვართ ექსპერტები ხარისხის სტანდარტების დანერგვაში, მათ შორის კვების პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის სტანდარტი ISO 22000, და შეგვიძლია დაგეხმაროთ კონკრეტული რეკომენდაციების მიღებაში ნებისმიერ საკითხსა და პრობლემაზე.

სტანდარტი BRC FOOD

ბრიტანული საცალო კონსორციუმი (BRC) კვებისა და დამფასოებელი მრეწველობისათვის შექმნილია საცალო ქსელების ასოციაციის მიერ ინგლისში კვების პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომში მომხმარებლისათვის ასევე სხვა პროდუქტების უსაფრთხოებისათვის, რომლებიც გაიყიდება კვების პროდუქტების ქსელებში ბრიტანეთში. დროთა განმავლობაში სტანდარტი BRC კვების მრეწველობისათვის, ინგლისის გარეთ არსებულმა კვების პროდუქტების საცალო ქსელებმაც მიიღეს. ეს სტანდარტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს რისკების კონტროლის სისტემას და სისუფთავისა და ჰიგიენის უმკაცრესის წესების შესრულებას, რითაც ხაზს უსვამს განსხვავებას სავაჭრო ქსელებსა და ღია ბაზრებს შორის, სადაც პროდუქტი არ კონტროლდება.

სტანდარტი IFS

სტანდარტი IFS (International Featured Standards) – ეს არის ევროპული საცალო ქსელების მიერ შემუშავებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც მოქმედებს რიგ ევროპულ ქვეყნებში: გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც არ მოისურვეს სტანდარტი BRC-ს დანერგვა, და შეიმუშავეს საკუთარი, BRC-ს ანალოგიური სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს კვების მრეწველობის სფეროში მომუშავე მწარმოებლების მუშაობის კონტროლს, ხარისხის მართვის სისტემის მოთხობვნების შესაბამისად. ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებთაც სურთ ევროპულ ბაზრებზე გასვლა, აკრედიტებულნი უნდა იქნან სტანდარტ IFS-ს შესაბამისად საერთაშორისო ბაზრებისათვის.

სისტემა ჰასსპ (HACCP)

სისტემა HACCP, არის რისკების მართვის და პროდუქტის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტებს, რომლებიც ამცირებენ იმის ალბათობას, რომ ხალხი დაზარალდება ორგანიზაციის მიერ წარმოებული ან მიწოდებული პროდუქტით.

ორგანიზაციამ უნდა შექმნას სისტემა, რომელიც აანალიზებს და აკონტროლებს ყველა პროცესს და შესაძლო რისკებს ყოველ პროცესში. ამის გარდა უნდა დადგინდეს საკონტროლო წერტილები )control point(, რომლებშის მოხდება პროდუქტების ტესტირება, რათა ის პროდუქტები, რომლებშიც აღმოჩენილი იქნა პრობლემა ამოღებული იქნას, და ამგვარად თავიდან აცილებული იქნას მათი მოხვედრა ბაზარზე და საბოლოო მომხმარებელთან.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი - ISO 22000 კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი - ISO 22000 პირველ რიგში განკუთვნილია საზოგადოებრივი კვების საწარმოთათვის და კეიტერინგისათვის, ასევე ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაკავებულია კვების პროდუქტების წარმოებით, რომელსაც სურს აამაღლოს კვების პროდუქტების უსაფრთხოება და მისცეს მომხმარებელს გამოყენებული კვების პროდუქტების სისუფთავისადმი ნდობა, რომ შეიძლება არ გეშინოდეს დაბინძურებისა და დაავადების გავრცელების, რადგანაც პროდუქტი წარმოებულა კონტროლირებადი, სტერილური პროცესების შედეგად. ISO ადგენს ერთიან საერთაშორისო სტანდარტს, საწარმო პროცესების და ჩვენს თაფშზე მოხვედრილი კვების პროდუქტების უსაფრთხოების და ხარისხის მიმართებაში. რადგანაც დღეს კვების პროდუქტები იწარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ხვდება ჩვენთან ბევრი სხვადასხვა გზით, საჭიროა ხარისხის სტანდარტი, რომელიც არეგულირებს წარმოების, დამუშავების, შენახვის და ტრანსპორტირების სრულ პროცესს, მწარმოებლებისა და მომწოდებლების ჩათვლით.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სტანდარტის მიზანია გააუმჯობესოს ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაციის საწარმოო პროცესები, და როდესაც სტანდარტი ხდება მოთხოვნა სავაჭრო ქსელების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ყიდიან ან სუფრაზე აწყობენ კვების პროდუქტებს, სულ უფრო მეტი და მეტი ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში იღებს ხარისხის მაღალ სტანდარტებს.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი – ISO – 22000: 2018

2018 წლის ივნისში გამოშვებულ იქნა კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი – ISO 22000-ს ახალი ვერსია, რომელმაც გააერთიანა ISO-ს ყვე;ა სტანდარტი. სტანდარტმა მოიცვა ასევე ჰასსპ-ის (HACCP) მოთხოვნები და დამატებით მოთხოვნები, როგორიცაა პროგრამის წინასწარი განსაზღვრა (Pre- PRP Requisite Program).

კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს კორელაციას ამ სტანდარტსა და ISO-ს სხვა სტანდარტებს შორის, და ამარტივებს მათ შორის სინქრონიზაციას, თუ ორგანიზაციას გააჩნია ხარისხის რამოდენიმე სტანდარტი.

ხელმძღვანელობის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

ისევე როგორც ISO-ს სხვა სტანდარტებში, ამ სტანდარტშის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მართვისა და ლიდერობის ვალდებულებას. ხელმძღვანელობა ამ მომენტიდან აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ორგანიზაციაში ხარისხის კონტროლში და პასუხისმგებელია სისტემის ეფექტურობაზე.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი 

– ISO 22000 მოითხოვს ხელმძღვანელობისაგან უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა ნათელი და გასაგები იყოს თანამშრომლებისათვის, მათი სწავლების ეფექტურობის გაზრდის გზით და OJT სამუშაო ტრენინგებით.

გარე პროცესების, პროდუქტების და მომსხურების კონტროლი. ამ განყოფილებაში წარმოდგენილია მომწოდებლების, პროცესების და მომსახურების კონტროლის აუცილებლობა (აუთსორსინგის პროცესების ჩათვლით), რათა უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი ინფორმირებულობა კვების პროდუქტების უსაფრთხოების და მართვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისობაზე.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სტანდარტის რისკების მართვა

სტანდარტი ითხოვს კვების სფეროში მომუშავე ორგანიზაციისაგან რისკების მართვისადმი სერიოზულ მიდგომას. ორგანიზაციებმა უნდა განიხილონ და მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ ეს აუცილებელია, რათა აღმოფხვრან ყველა რისკი, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მართვის სისტემის შესაძლებლობაზე მოგვცეს გარკვეული შედეგები.

ISO 22000: 2018-ს ახალი რედაქცია ამაღლებს მოთხოვნებს კვების პროდუქტების უსაფრთხოების მიმართ, და ასევე ორგანიზაციის შიდა და გარე კავშირების მოთხოვნების მიმართ.

ცხოველთა კვების უსაფრთხოების კონტროლის სტანდარტი

ახალი რედაქციის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება ცხოველთა კვებას. ამჟამად მოითხოვება, რომ ცხოველთა კვება იწარმოებოდეს იგივე პირობებში, რაც საჭიროა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტების წარმოებისათვის. განახლება ასევე მიმართულია მეცხოველეობისათვის განკუთვნილი საკვების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, რითაც ხდება ადამიანისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტების ხარისხის გაზრდა.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი – ISO 22000 : 2018 და სისტემა ჰასსპ (HACCP)

გარდა ამისა, კვების პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტ – ISO 22000 : 2018 ახალ რედაქციაში მოხდა რიგი მნიშვნელოვანი ცვლილება ISO 22000: 2005-თან შედარებით, რაც არსებითად დაკავშირებულია ჰასსპ-ის სისტემასთან და ძირითადად ISO სტანდარტების ფორმულირებების შესაბამისად.

კომპანია Siaa Quality Management Systems უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებსა და ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში, უწევს მათ კონსულტაციებს და წარმატებით ნერგავს ყველა სტანდარტს.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის და კვების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სტანდარტის შესახებ დეტალების მისაღებად, და ჩვენ მოვალთ თქვენთან შეხვედრაზე, რომელზედაც წარმოგიდგენთ სტანდარტის მოთხოვნებს და მათი გამოყენების მეთოდებს. დაგვირეკეთ …

 

Close Menu