სპეციალისტები სოფლის მეურნეობის დარგში
გლობალ გეფ (GLOBAL GAP)

ჩვენ გახლავართ კომპანია „შიაა მენეჯმენტ სისტემს“-ის გუნდი, ვართ ექსპერტები კონსალტინგის სფეროში, რომლებიც ახორცილებენ სოფლის მეურნეობის დარგში ხარისხის სტანდარტის, მათ შორის Global Gap-ის, BRC-ის (ბრიტანული საცალო კონსოციუმი), F2F-ის, TNC-ის და სხვა ხარისხის სტანდარტების დანერგვას უამრავ ორგანიზაციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Global Gap-ის და სხვა სოფლის მეურნეობის სტანდარტები წარმოადგენენ უმაღლეს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს უამრავი ორგანიზაცია.

ვინაიდან ჩვენ ვართ ორგანიზაციებში აღნიშნული ხარისხის სტანდარტების ათვისების და დამატებითი სტანდარტების დანერგვის ექსპერტები, რომლებიც ესაჭიროებათ ორგანიზაციებს, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია და მხარი დაგიჭიროთ ინტეგრირებული ხარისხის სისტემის კომპლექსურ დანერგვაში.

დეტალების დაზუსტებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: …

ანოტაცია:

Global Gap-ის სოფლის მეურნეობის სტანდარტები განსაზღვრავენ ხარისხის მართვის სისტემას თითოეული წარმოებული პროდუქციის სახეობასთან ან მწარმოებლთან მიმართებაში.

სტანდარტი შემუშავებულია ევროპის სასურსათო ქსელების მიერ და დროთა განმავლობაში მიღებული იქნა სხვა საკვების ქსელებისადმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Global Gap-ის მოთხოვნების შესაბამისად, ქსელების მიზანია განასხვავონ საკუთარი პროდუქცია ღია ბაზრისგან, აღნიშნული პროდუქციის სისუფთავის დამსახურებით, რომელიც შეესაბამება უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხოებას.

აკრედიტაცია

ჩვენ, კომპანია „შიაა მენეჯმენტ სისტემს“ ვუზრუნველყოფთ თქვენ მხარდაჭერას Global Gap-ის სტანდარტის სერტიფიკაციის წარმატებით დასრულებამდე. უამრავი კომპანია, რომელიც დაინტერესებულია ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ვალდებულია დაიცვას Global Gap-ის და სხვა სოფლის მეურნების სტანდარტების მოთხოვნები, რომლებიც მოითხოვება უცხო ქვეყნების საცალო ქსელების მიერ, აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია აღნიშნული პროცესი განხორციელდეს იმ კომპანიის დახმარებით, რომელსაც გააჩნია გამოცდილება, კარგად იცნობს სტანდარტებს და რომლის სპეციალისტები გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას და მხარს დაგიჭერთ სერტიფიკაციის წარმატებით დასრულებამდე.

სერტიფიკაციის განახლება

თუ თქვენ უკვე გაიარეთ სოფლის მეურნეობის სტანდარტების სერტიფიკაცია და დაინტერესებული ხართ თქვენი ორგანიზაციის მიერ განმეორებითი ატესტაციის ან შიდა ტესტის გასავლელად მომზადებისთვის, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ დახმარება და ვუზრუნველყოთ თქვენს მიერ ტესტირების წარმატებით გავლა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სახის შეუსაბამობა, ჩვენ დაგეხმარებით საჭირო პროცედურების შესრულებაში, რათა წარმატებით გაიაროთ შიდა შეფასება და გააგრძელოთ სერტიფიკაცია.

მიზანმიმართული კონსულტირება

უამრავ ორგანიზაცას ყავს ხარისხის შეფასების მენეჯერები შტატში, რომლებიც მუშაობენ მთელი წლის განმავლობაში და კარგად იცნობენ ხარისხის სტანდარტებს და მოთხოვნებს. ამავდროულად, ორგანიზაციას ხანდახან ესაჭიროება მიზანმიმართული კონსულტაციის გაწევა, რათა მოხდეს სტანდარტის განახლება, ბაზრის გამოკვლევა, გარე შეფასება, რომელიც მოჰყვება შიდა შეფასებას და სხვა. ჩვენ გახლავართ სოფლის მეურნეობის დარგში ხარისხის სტანდარტების დანერგვის ექსპერტები და შეგვიძლია გაგიწიოთ მიზანმიმართული კონსულტაცია ნებისმიერ საკითხსა და პრობლემასთან დაკავშირებით.

ხარისხის მართვის აუთსორსინგი

ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, ვუწევთ ხარისხის მართვის მომსახურებას საწარმოებსა და ორგანიზაციებში, აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ ყველა ორგანიზაციას არ აქვს შესაძლებლობა ან არ სურს ჰყვადეს ხარისხის მენეჯერი შტატში. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ორგანიზაციის თანამშრომლებთან, რათა მოხდეს Global Gap-ის და სხვა სოფლის მეურნეობის სტანდარტების მოთხოვნებთან, კომპანიის შესაბამისობის ახალ დონეზე გადაყვანა, რის მეშვეობითაც თქვენი ბიზნესისთვის შეიქმნება ახალი შესაძლებლობები და ორგანიზაციაში გაიზრდება უსაფრთხოების დონე.

BRC-ის სტანდარტი

BRC-ის სტანდარტი შემუშავებული იქნა ბრიტანული ასოციაციის საცალო ქსელების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ დიდი ბრიტანეთის კვების ობიექტების ქსელებში გასაყიდ საკვები და სხვა მოხმარების პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლს, მათი მოხმარების უვნებლობის და უსაფრთხოების გარანტირების მიზნით. სტანდარტი მიღებული იქნა საცალო ქსელების მიერ, ასევე ინგლისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და ამის მეშვეობით მან განსაზღვრა სხვაობა საცალო ქსელებსა და არარეგულირებად ბაზარზე გასაყიდ პროდუქტებს შორის. საკვები პროდუქტის BRC სტანდარტი, წარმოადგენს განსაკუთრებულ სტანდარტს საკვები პროდუქტის წარმოებისა და შეფუთვის საწარმოებებისთვის.

F2F-ის სტანდარტი

Marks & Spencer-ის სტანდარტი, ევროპული მარკეტინგული ქსელი (წარმოშობილია ინგლისში)

ანალოგიური სტანდარტი წარმოდგენილია Global Gap-ის უმეტეს მუხლებში, რომლებიც მოითხოვნილია სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკრეტულ სახეობასთან მიმართებაში.

სტანდარტი განკუთვნილია იმ მწარმოებელთათვის, რომლებსაც სურთ გაყიდონ საკუთარი პრდუქცია ამ ქსელში.

TNC-ის სტანდარტი

TESCO-ს ქსელის ევროპული მარკეტინგული სტადატი (წარმოშობილია ინგლისში)

აღნიშნული სტანდარტის მუხლების უმრავლესობა Global Gap-ის სტანდარტის მსგავსია, თუმცა მეტწილად ყურადღება გამახვილებულია ეკოლოგიის დაცვის პრობლემებზე და განკუთვნილია იმ მწარმოებლებზე, რომლებსაც სურთ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია აღნიშნულ ქსელში.

სოფლის მეურნეობის სტანდარტი – GLOBAL GAP

BRC, F2F, TNC, Global Gap-ის და სხვა მსგავსი სოფლის მეურნეობის სტანდარტები წარმოადგენენ საერთაშორისო ხარისხის სტანდარტს, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის სტანდარტიზაციას, ასევე უსაფრთხოების და ექსპლუატაციის კრიტერიუმებს, რომლებიც განაპირობებენ საბოლოო მომხმარებლის უსაფრთხოებას.

Global Gap-ის სტანდარტი განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემას სოფლის მეურნეობის პროდუქტის თითოეული ტიპის ან მწარმოებლისთვის. სტანდარტი შესაძლებელია განხორციელებული იქნეს ორ ვარიანტად:

1 ვარიანტი: მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას და პირადად აკონტროლებს წარმოებას.

2 ვარიანტი: მწარმოებელი წარმოადგენს შეფუთვის საამქროში საწარმო პროცესის და მწარმოებელთა ჯგუფის (GG) ნაწილს.

Global Gap-ის სოფლის მეურნეობის და სხვა მსგავსი სტანდარტები, შემუშავებული იქნა გასაყიდი საქონლის სავაჭრო ქსელების მიერ ევროპაში და დროთა განმავლობაში მათ შეუერთდა სხვა ქსელები, რომლებიც ვაჭრობენ საკვები პროდუქტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქსელების მიზანია განასხვავონ საკუთარი პროდუქცია ღია ბაზრისგან, აღნიშნული პროდუქციის სისუფთავის დამსახურებით, რომელიც არ შეიცავს პესტიციდებს და რომლის წარმოება დაყრდნობილია გარემოს და ბუნების დაცვის პრინციპზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Global Gap-ის და სხვა სოფლის მეურნეობის სტანდარტები წარმოადგენენ ISO 9001-ის ხარისხის მართვის სტანდარტის მოთხოვნის ანალოგიას. ეს სტანდარტები წარმოადგენენ რისკის კონტროლის სისტემას (HACCP), რომელიც შემუშავებულია მომხმარებელთა დაცვისთვის და მოითხოვს ჰიგიენისა და სისუფთავის მკაცრ წესებს.

სოფლის მეურნეობის სტანდარტების აუცილებლობა და უპირატესობა:

სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმეტესი ნაწილი, რომელიც იყიდება ევროპის საცალო სავაჭრო ქსელებში, შემოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, აქედან გამომდინარე მომხმარებლები მიიჩნევენ ხარისხის სტანდარტს უმნიშვნელოვანესად და მოითხოვენ სოფლის მეურნეობის და მათ სუფრაზე და თეფშზე არსებულ საკვებ პროდუქტების კონტროლს, როგორც ხარისხის, ასევე პესტიციდების რაოდენობის და ჯანმრთელობისთვის სხვა აუცილებელი პარამეტრების თვალსაზრისით.

ფერმერულ მეურნეობას და კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ საკვები პროდუქტების დაფასოებას და შეფუთვას საქართველოში და რომლებიც შეესაბამებიან BRC, F2F, TNC, Global Gap-ის და სხვა ხარისხის სტანდარტებს, შესაძლებლობა ექნებათ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ევროპისა და შეერთებული შტატების საცალო ქსელებში, რაც განაპირობებს მათი ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

რისკების ანალიზისა და კონტროლის სისტემა კვების პროდუქტების სფეროში – სტანდარტი HACCP

Hazard Analysis Critical Control Point – HACCP – ეს არის პროდუქციის რისკებისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც საჭიროა 

დაინერგოს საწარმოებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაღალი სტანდარტები, რომლებიც შეამ

ცირებენ იმის ალბათობას, რომ ხალხი დაზარალდება ორგანიზაციის მიერ წარმოებული ან მიწოდებული კვების პროდუქტებით.

სერტიფიკაცია HACCP მოითხოვს ორგანიზაციისაგან ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ამოწმებს და აანალიზებს ყველა პროცესს და ამ პროცესებთან დაკავშირებულ რისკებს. ამის გარდა, უნდა მოწყობილ იქნას საკონტროლო წერტილები, რომლებზედაც მოხდება პროდუქტების ტესტირება, რათა არაკონდიციური პროდუქტები ამოღებული იქნას, და ამგვარად თავიდან აცილებული იქნას მათი მოხვედრა ბაზარზე და საბოლოო მომხმარებელთან.

კომპანია „შიაა მენეჯმენტ სისტემს“ უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებსა და ორგანიზაციებს კონსულტაციებით, და ყველა სტანდარტის წარმატებით დანერგვით.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის და დეტალების მისაღებად სასოფლო სამეურნეო სტანდარტების – BRC, F2F, TNC, Global Gap და სხვათა შესახებ.

Close Menu