საავიაციო სტანდარტის AS 9100 დანერგვის ექსპერტები

ჩვენ, მენეჯმენტის შიაა სისტემის გუნდი, ვართ ექსპერტები AS 9100 საავიაციო სტანდარტის კონსალტინგის, თანხლების, დანერგვისა და ათვისების დარგში მრავალ ორგანიზაციაში მთელი ქვეყნის ფარგლებში.

ჩვენს სპეციალიზაციას წარმოადგენს თანხლება სტანდარტის მოთხოვნათა ათვისება და დანერგვაში, მენეჯერთა და თანამშრომელთა სწავლება, შიდა და გარე აკრედიტაციის ტესტებისთვის მომზადება სერტიფიკაციის წარმატებულ გავლამდე.

საავიაციო სტანდარტი AS 9100 D წამოადგენს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტს, მის ყველაზე მოწინავე ვერსიას, რომელსაც მიჰყავს ორგანიზაცია ფუნქციონალურ სრულყოფილებამდე და აძლევს მას საშუალებას მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.

უფრო ვრცელი და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

ანოტაცია:

თავდაპირველად ეს სტანდარტი შეიქმნა მხოლოდ ავიაციისთვის, მაგრამ ბოლო წლებში იგი მიღებულია თავდაცვითი მრეწველობის ყველა დარგში და გახდა ხარისხის სტანდარტი, რომელსაც ითხოვენ ეს დარგები მიმწოდებლებისგან. 

საავიაციო სტანდარტი – AS 9100 – წარმოადგეს ხარისხის ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ხსნის ახალ ბაზრებს კომპანიებისა და ორგაიზაციებისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ.

სტანდარტის დანერგვის პროცესი წარმოადგენს რთულ პროცესს და ამიტომაც რეკომენდირებულია მიიღოთ რჩევები და კონსულტაციები მთელი პროცესის განმავლობაში იმ კომპანიისგან, რომლის სპეციალიზაციასაც წარმოადგენს სტანდარტის დანერგვა და რომელსაც გააჩნია მთელი ქვეყნის ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.

აკრედიტაცია

ჩვენ, კომპანია შიაა Management Systems ვკისრულობთ თქვენს კურირებას ავიაციური სტანდარტის AS 9100 სერტიფიკაციის წარმატებულ გავლამდე. საავიაციო სტანდარტის დანერგვისა და ათვისების პროცესი წარმოადგენს რთულ და ხანგრძლივ პროცესს და ამიტომაც რეკომენდირებულია გაიაროთ ეს პროცესი იმ კომპანიასთან ერთად, რომელსაც გააჩნია ასეთი მუშაობის გამოცდილება და გარკვეულია ამ სტანდარტში და რომელიც განაგრძობს თქვენს კოსულტირებას წარმატებულ სერტიფიცირებამდე.

სერტიფიკაციის განახლება

თუ თქვენ უკვე სერტიფიცირებული ბრძანდებით საავიაციო სტანდარტების შესაბამისად და დაინტერესებული ხართ თქვენი ორგანიზაციის მომზადებით განმეორებითი აკრედიტაციისთვის ან გარე ტესტირებისთვის, ჩვენ დაგეხმარებით ტესტირების ჩატარებაში და იმის გარკვევაში, მზად ხართ თუ არა ტესტისთვის და შეძლებთ თუ არა წარმატებით მის გავლას.

მიზანმიმართული კონსულტირება

ორგანიზაციას ზოგჯერ სჭირდება მიზანმიმართული კონსალტინგი სტანდარტის გასაახლებლად, რისკების გამოკვლევის ჩასატარებლად, შიდა აუდიტისთვის, რომელსაც მოყვება გარე აუდიტი და მრავალ სხვა საკითხში. ჩვენ ვართ ექსპერტები ხარისხის სტანდარტების დანერგვაში საავიაციო სტანდარტის AS 9100 ჩათვლით და შეგვიძლია დაგეხმაროთ კონკრეტული რეკომენდაციების მიღებაში ნებისმიერ პრობლემასთან ან საკითხთან დაკავშირებით.

ხარისხის მართვის აუტსორსინგი

ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ჩვენ ვაწვდით ხარისხის მართვის მომსახურებას საწარმოებსა და ორგანიზაციებში აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ორგაიზაციას არ უნდა ან არ აქვს საშუალება ჰყავდეს საშტატო ხარისხის მენეჯერი.

საავიაციო სტანდარტი AS 9100

ტექნიკის მწარმოებლები საავიაციო, კოსმოსურ და თავდაცვის დარგში (ჰაერი, ზღვა და დედამიწა) საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ითხოვენ, რომ მომმარაგებლებმა და ქვეკონტრაქტორებმა დოკუმენტირებულად დაადასტურონ მათი ხარისხის შესაბამისობა ამ დარგის კონკრეტულ მოთხოვნებთან. AS 9100 მომზადებულ იქნა კონკრეტული საერთაშორისო ორგანოს მიერ (SAEAerospace), რომელიც ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება IAQG-ს საერთაშორისო ჯგუფს აეროკოსმოსურ დარგში – International Aerospace Quality Group), საავიაციო დარგის ორგანიზაციას, რომელშიც შედიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Boeing Gulfstream, Lockheed Martin Honeywell, GE, MTU, Airbus და სხვები.

სერტიფიკაცია AS 9100 სტანდარტით მოიცავს ISO 9001-ს მოთხოვნებსა და სხვა მოთხოვნებს (საკანონმდებლო და საავიაციო) ავიაციის ხარისხის სტანდარტებთან. ხარისხის მართვის სისტემის შექმნა AS 9100 D-ის შესაბამისად მისცემს ორგანიზაციას საშუალებას:

  • მოახდინოს პროცესების იდენტიფიკაცია და მართვა, მონაცემთა შეგროვება და მათი ერთობრივი მონაცემთა ანალიზი ასახული მიზნების გასარკვევად.
  • სახელშეკრულებო მოთხოვნებისა და საავიაციო მართვის ორგანოების მოთხოვნების დაცვა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში (FAA, EASA, CAAI).
  • შეამციროს მასალის დაკარგვასთან დაკავშირებული ხარჯვები, გამორიცხოს ცუდი მომსახურება, კლიენტების დაკარგვა და მრავალი სხვა.
  • მოახდინოს მიმდინარე პროცესების და პროგრამების გაუმჯობესება (მოთხოვნებთან საბაზო ადაფტაციის გარდა).
  • გადავიდეს ეფექტურ და ქმედით სამუშაო პროცესებზე პროცესზე დაკვირვების გზით (პროექტირება, წარმოება, აწყობა, დაყენება, მომსახურება და მართვა) და ყოველივე ეს სტანდარტის AS 9100 მოთხოვნათა შესაბამისად.
  • მეთვალყურეობის საშუალება (მონიტორინგი) მომარაგების მთელ ჯაჭვზე დაწყებული საწყისი მასალების დონიდან, მზა პროდუქციის დონემდე და მომსახურების გაწევამდე, განახლებამდე და თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებამდე და მათ აწყობამდე.
  • პროცესზე და კლიენტზე ზედამხედველების რაოდენობის შემცირება, AS 9100-ის პერიოდული აუდიტების გამოყენება.
  • პროექტის კონტროლირებადი მართვა.

კომპანია შიაა მართვის სისტემები უკვე 20 წელიწადზე მეტხანს კურირებს კომპანიებსა და ორგაიზაციებს, უწევს კონსულტაციებს, ახდენს მათ შეფასებას და ეხმარება ყველა სტანდარტის წარმატებულ დანერგვაში.

დაგვიკავშირდით სტანდარტის AS 9100-ს შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ მოვამზადებთ შეხვედრას, რომელზეც მოვახდენთ აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნათა და თქვენს ორგანიზაციაში მათი დანერგვის საშუალების წარდგენას. დაგვიკავშირდით ტელეფონზე…

Close Menu