საიტების აწყობა სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის
ბიზნესი ინაცვლებს ინტერნეტში, ამიტომაც, ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საიტების აწყობა / განვითარების საკითხი.
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, განვიხილავთ ყველაზე მოთხოვნადი საიტების ტიპებს და მათ გამოყენებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.
კორპორატიული საიტების დამზადება
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტიპის საიტი საქართველოში, რომელსაც ახასიათებს პრემიუმ დიზაინი.
კორპორატიული საიტის ელემენტებია:
- მთავარი გვერდი
- მომსახურების/პროდუქციის გვერდი
- კომპანიის შესახებ გვერდი
- ბლოგის / სიახლეების გვერდი
- კონტაქტის გვერდი – საკონტაქტო ფორმითა და შესაბამისი ინფორმაციით, ასევე რუქით.
- ენები – ქართული ენის გარდა, ხშირად რუსულ და ინგლისურ ენებზეც არის მოთხოვნა. მხოლოდ ქართული ენის შემთხვევაში ფასი უფრო ნაკლებია.
ონლაინ მაღაზიები
თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ შოპინგი უკვე კარგად აპრობირებული და თითქმის სრულიად ათვისებული სფეროა.
იგი ასევე სწრაფი ტემპებით იკიდებს ფეხს საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციონალით აღჭურვილ ონლაინ მაღაზიის დამზადებას, მისაღებ ფასებში.
ონლაინ მაღაზიის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, როგორც თქვენი პროდუქტისა და მომსახურების რეალიზაციას, ასევე თქვენი “ბრენდის” პოპულარიზაციას.
ონლაინ მაღაზიას ახასიათებს ისეთი დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა პროდუქციის მართვის სისტემა, პროდუქციის ძიების მექანიზმი, პროდუქციის სორტირება, პროდუქციის კალათა, შეკვეთის ფორმა, საკრედიტო ბარათის ინტეგრაციები გადახდებისთვის, გადახდის აპარატების ინტეგრაციები და ა.შ.
კატალოგის ტიპის საიტის გაკეთება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საიტია, ონლაინ ვაჭრობაში ჩართული კომპანიებისთვის. იგი არის ონლაინ შოპის ბიუჯეტური ვერსია, რომელსაც ფუნქციების დამატების მეშვეობით გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გადაიქცეს ონლაინ მაღაზიად.
კატალოგის ტიპის საიტებს გააჩნიათ პროდუქციის დამატების და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივად წარმოჩენის შესაძლებობები:
- პროდუქციის გვერდი
- პროდუქციის ფილტრაციის ფუნქცია
- ადმინისტრაციული პანელი
- ფასდაკლებების სისტემა
ასეთი საიტის აწყობა გამართლებულია მაშინ, როდესაც ჯერ არ აპირებთ ონლაინ შოპის ფუნქციების გამოყენებას, თუმცა მომავალში გეგმავთ ამ ფუნქციების დამატებას და გსურთ, რომ მინიმალური იყოს საიტის გადაკეთებს ხარჯი.
საინფორმაციო საიტის
საინფორმაციო ვებ საიტი არის საშუალო ზომის, ეფექტური ვებ საიტი, რომლის მთავარი დანიშნულებაა თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ სივრცეში.
ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე დიზაინის მქონე სტანდარტული ტიპის ვებ საიტის დამზადებას, რომელსაც გააჩნია მარტივი სამართავი პანელი და ყველა აუცილებელი ფუნქცია ეფექტურად ფუნქციონირებისთვის.
საიტზე განთავსდება ინფორმაცია თქვენი მომხმარებლისთვის, მათ შორის თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.
ნიმუშები:
ტურისტული საიტების შექმნა
ტურისტული ინდტუსტია დიდწილად ინტერნეტშია გადასული, მომხმარებელი სწორედ აქ ეძებს შესაბამის ტურებს, სასტუმროებსა და შემოთავაზებებს.
აქედან გამომდინარე, ტურისტული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტ სივრცეში, თავიანთი თავის ეფექტურად წარმოჩენა.
ნიმუში:
ტურისტული საიტის ძირითადი ელემენტებია:
- ორიგინალური დიზაინი;
- გამართული კონტენტი;
- ტურების გვერდი;
- აქციები / შემოთავაზებები;
- ტურის დაჯავშნისა და გადახდის სისტემის ფუნქციები.
სამშენებლო საიტის აწყობა
სამშენებლო ბიზნესის ინტერნეტში წარმოსაჩენად ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია ეფექტური სამშენებლო საიტის შექმნა.
ეფექტური და ფუნქციონალური ვებ-საიტის გარეშე, შეუძლებელია კონკურენცის გაწევა ისეთი სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ასეთ საიტებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო საიტის დამზადებისას?
- საიტის დიზაინი უნდა იყოს მიმზიდველი და იგი უნდა ასოცირდებოდეს კომპანიის ბრენდთან;
- მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა მარტივად გაეცნოს უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და არსებულ შემოთავაზებებს;
- კორპუსების მშენებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გააჩნდეს თითოეული კორპუსის გეგმარებისა და ბინის გაცნობის შესაძლებლობა.
- საიტი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მორგებული მობილური ხელსაწყოების მიმართ.